საქართველოს მინერალური წყლები

ბორჯომი


ბორჯომი ქალაქი-კურორტი აღმოსავლეთ საქართველოში და ბორჯომის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრი. მოსახლეობა 9,9 ათასი. მდებარეობს მდინაარების მტკვრის, ბორჯომულასა და გუჯარეთისწყლის შესართავთან, მესხეთის ქედის აღმოსავლეთ და თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთებზე, ზღვიის დონიდან 800-900 . სიმაღლეზე. ქალაქს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი. გეოგრაფიული მდებარეობა ხეობის თავისებურ ჰავას განაპირობებს. რეგიონში თბილი ზაფხული და რბილი ზამთარი იცის.




ისტორიული ცნობები

არქეოლოგიური  გათხრების  შედეგად  ცნობილია,  რომ  ბორჯომის  მინერალური წყლებით სარგებლობა  საუკუნეების  წინ  იღებს  სათავეს, მაგრამ მსოფლიო აღიარება ამ პოპულარულმა  მინერალურმა წყალმა მხოლოდ  19 - საუკუნეში მოიპოვა.

 სწორედ  მაშინ  გადაიქცა  ბორჯომის  ხეობა  საკურორტო ზონად რუსული და ქართული არისტოკრატიისთვის  აქ არა ერთხელ ისვენებდნენ რუსი იმპერატორები , რომელთა წყალობით ბორჯომი და მისი შემოგარენი ფართოდ გახდა ცნობილი და პოპულარული მთელს ევროპაშიბორჯომი“ - ვულკანური წარმოშობის მინერალური წყალია.ბორჯომის წყალი დედამიწის ზედაპირზე ამოდის 8-10 კილომეტრის სიღრმიდან , ბუნებრივი გაზის,ნახშირბადის დიოქსიდის წნევის მეშვეობით, რომელიც გზადაგზა მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული 60 სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით.
1990-იანი წლების დასაწყისში ჩატარებულმა გამოკვლევებმა ცხადყვეს, რომბორჯომიწყალბადის იზოტოპების შეფარდებით ,კარდინალურად განსხვავდება სხვა მინერალური წყლებისგან.
ბორჯომის მინერალური წყაროები აღმოჩენილი ყოფილა ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის პირვეული ათასწლეულის დასაწყისში. ამაზე მეტყველებს
XX  საუკუნეში აღმოჩენილი 7 ქვის აბაზანა. როგორც ჩანს, იმ დროს ბორჯომის წყალს იყენებდნენ სწორედ აბაზანებისთვის და არამხოლოდ დასალევად. ბორჯომში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ამტკიცებს, რომ მინერალური წყალი გამოიყენებოდა XVI ბოლომდე. ნაპოვნია შუა საუკუნეები ბორჯომის ზოგიერთ წყარომდე იყო მიყვანილი. XVI-XVIII საუკუნის ომების შედეგად წყაროების არსებობა დიდი ხნის განმავლობაში დავიწყებას მიეცა, ხოლოის ადგილები, სადაც ეს წყაროებია, მიტოვებულ იქნა.

  • 1894  წელს მიხეილ რომანოვმა დაიწყო მინერალური წყლების პარკში ჩამომსხმელი ქარხნის მშენებლობა, რომელმაც XX საუკუნის 50–იან წლებამდე იარსება.
  • 1896  წელს ბორჯომში გაიხსნა შუშის პირველი ქარხანა, სადაც 1950  წლამდე ბოთლები ხელით მზადდებოდა.
  • 1900 წელს ბორჯომში მივლიებით ჩავიდა ქიმიკოსი .მოლდსენგაუერი, რომელმაც ბოთლში ჩამოსხმული წყლის ფიზიკურქიმიური თვისებების შესანარჩუნებლად შეიმუშავა მეთოდი. სწორედმისი იდეა იყო მინერალური წყლის ნახშირბადის დიოქსიდით დაგაზვა, რამაც საშუალება მისცა მწარმოებლებს, რომ წყალი საზღვარგარეთ ექსპორტზე  გაეტანათ
  • 1997 წელს მოხდა "ბორჯომის" №1, №2და ხაშურის შუშის ქარხნის  მოდერნიზაცია.


კვლევები

 
2010 წლის ზაფხულში ვიმყოფებოდით სააქციო საზოგადოებაბორჯომიმინწყლებისქიმიურ და ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიაში. ლაბორატორიის გამგე მერი პაქსაშვილმა და ირმა გოგოლოძემ წაგვიკითხეს ლექცია ბორჯომის ჭაბურღილების, ბორჯომის წყლის ჩამოსახმელ ქარხნებში მიმდინარე პროცესების და ქიმიურ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევების შესახებ.
¨ ბორჯო მის მინ ერალ ური წყლებ ის აბადო კავკასიონის აჭარაიმერეთის ცენტ რალურ ნაწილში მდებარეობს, ზღვის დონიდან 760–920 მეტრის სიმაღლეზე. ადრე საბადოს ცე ნტრა ლურ ნაწილში მოქმ ედებდა მხოლოდ ორი წყარო: კავკასიის მთავარმ არ თებელ ევგენი გოლოვინის (Евгеньевский) და მისი ქალიშვილის, ეკა ტერინეს სახელობის (Екатеринин ский), რომელიც ამ წყლით განკურნებულა.
ცენტრ ალური (ქალაქ ბორჯომის ფარგლებში), ლიკანის (დაბა ლიკანის ტე რიტორიაზე) დავაშ ლოვ ანიყვიბისის (სოფლებისვაშლოვანის და ყვიბისის ტერიტორიებზე). ამ უბნებზე განლაგებულია 9 საექსპლუატაციო ჭაბურღილი. კიდევ ჭაბურღილი გამოიყენება თვითონ საბადოს რეგულარული მონიტორინგისთვის (წყლის დონე, წნევ , ტემპერატურა და სხვა). ჭაბურღილის სიღრმე 1200–1500 მეტრია. ღესდღეობით ბორჯომში სამი საექსპლუატაციო უბანია. ბორჯომში ყოფნისას მოგვეცა საშუალება დაგვეთვალიერებინა ბორჯომის წყლის ჭაბურღილებ




ჭაბურღილებიდან საანალიზო ნიმუშების აღება

 













ჩამოსხმა

 
¨ჭაბურღილებიდან მიღებული მინერალური წყალი 25 კილომეტრიანი უჟანგავი მილით მიწოდება ჩამომსხმელ ქარხნებს. იქ ის ყენდება, ცივდება, იგაზება ნახშირბადის დიოქსიდით და ჩამოისხმება ბოთლებში და იფუთება. სულ მოქმედებს ამჟამად 6ჭაბურღილი , Ca და Na შემცველობა მუდამივად მერყეობს. დღეს ქალაქ ბორჯომში მოქმედებს ორი ჩამომსხმელი ქარხანა: პირველი მინერალურ წყალს ასხამს შუშის ბოთლებში, მეორე კიპლასტიკატის ბოთლებში. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩატარდა ამ ქარხნების სრული მოდერნიზაცია














ჭაბურღილებიდან აღებულ ნიმუშებში კვლევები ჩავატარეთ ქარხნებში არსებულ ბიოქიმიურ ლაბორატორიებში (განვსაზღვრეთ PH და ჰიდროკარბონატობა)













ასორტიმენტი


მინერალური წყალი "ბორჯომი" დღეს ბაზარზე წარმოდგენილის ოთხნაირი შეფუთვით:
1.    შუშის ბოთლი 0,33 (გამოყენების ვადა – 2 წელი ჩამოსხმის დღიდან);
2.    შუშის ბოთლში 0,5 (გამოყენების ვადა – 2 წელი ჩამოსხმის დღიდან);
3.    პლასტიკურ ბოთლში 0,5 (გამოყენების ვადა – 1 წელი ჩამოსხმის დღიდან);
4.    პლასტიკურ ბოთლში 1 (გამოყენების ვადა – 1 წელი ჩამოსხმის დღიდან).
სამკურნალო თვისებები
კვების ჰიგიენის სპეციალისტთა თანახმად, თანამედროვე მავნე ეკოლოგიური პირობებისა და არაბალანსირებული კვების გამო დარღვეულია ადამიანის ორგანიზმის ტუტე-მჟავას წონასწორობა (pH) და მატება აღინიშნება მჟავიანობის მხრივ. "ბორჯომის" რეგულარული მიღება აბალანსებს pH-ის დონეს და ასევე, ქმნის ოპტიმალურ პირობებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისათვის. ასევე "ბორჯომი" აუმჯობესებს ნაწლავთა მუშაობას და ორგანიზმიდან გამოჰყავს შლაკები.
რამდენადაც, "ბორჯომი" გამოირჩევა მინერალთა დაბალანსებული შემცველობით, ტრადიციულად, ბევრი ადამიანი მას სვამს, როგორც სუფრის წყალს. მაგალითად, კალციუმი "ბორჯომში" 100 მგ-ზე ნაკლებია, რაც დასაშვებია ყოველდღიური მოხმარებისთვისმარილთა დაგროვების რისკი არის მხოლოდ მაშინ, როდესაც კალციუმის შემცველობა 200 მგ/- აჭარბებს.
დიეტოლოგები ჭარბწონიან ადამიანებს ურჩევენ, სვან ჩვეულებრივზე მეტი "ბორჯომი". "ბორჯომი" დადებითად მოქმედებს ნახშირწყლების და ლიპიდების ცვლაზე და წარმოქმნის ადენოზინტრიფოსფორმჟავას (ატფ), რომლის დაშლისასაც გამოიყოფა ენერგია.
აღსანიშნავია, რომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ექიმები ურჩევენ მოერიდონ ძლიერგაზირებულ წყალს, რადგან ის სტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას, ანუ იწვევს შიმშილის გრძნობას. ამიტომ, მათ ვისაც გახდომა სურს, "ბორჯომის" მიღებამდე რეკომენდაცია ეძლევათ გამოუშვან მისგან ნახშირბადის დიოქსიდის გაზი.
სამედიცინო კვლევების შედეგად დადგინდა, რომ "ბორჯომი" სასარგებლოა კბილებისთვის. ეს მინერალური წყალი შეიცავს ფტორიდის და იოდიდის იონებს, რაც ამცირებს კარიესის გაჩენის შესაძლებლობას.

რას მკურნალობსბორჯომი                            

ქიმიური შემადგენლობა

კავკასიაში ბევრი მინერალური წყალია, მაგრამ არცერთს არ აქვს ისეთი ქიმიური შემადგენლობა, როგორც "ბორჯომს". XIX საუკუნიდან მოყოლებული დღემდე "ბორჯომის" და მისი უნიკალური თვისებების შესახებ 100–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სამედიცინო გამოკვლევაა დაწერილი. 1890 წლიდან დაწყებული ბორჯომის მინერალურ წყლებს იკვლევენ გეოლოგები და ქიმიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მისი ტემპერატურა, ფიზიკურქიმიური თვისებები და მინერალთა შემადგენლობა უცვლელია.
100 გრამი "ბორჯომის" შემცველობა შემდეგნაირია:
კალიუმი – 3.0 მგ, კალციუმი – 13.0 მგ, სილიციუმი – 1.1 მგ., მაგნიუმი – 10.0 მგ., ნატრიუმი – 200.0, გოგირდი – 0.8, ქლორი – 50.0, ალუმინი – 100.0 მკგ, ბორიუმი – 1200.0 მკგ, ტიტანიუმი – 4.0 მკგ, ფტორი – 800.0 მკგ, სტრონციუმი – 480.0 მკგ.


ექსპერიმენტული ნაწილი

ბორჯომის წყალში ქიმიური კვლევები ჩავატარეთ სამეცნიერო კვლევით ფირმა გამა“–ს წყლის ანალიზის ლაბორატორიაში.
ბორჯომის წყალი - ჭაბურღილი - 41- 59. ავიღეთ 5 მლ ალიქვოტი (ბორჯომის) და PH მეტრის საშუალებით განვსაზღვრეთ მისი მჟავიანობა. აღმოჩნდა 6,6 , მისი კარბონატობა კი - 3,3 მლ.


 
ჯივისის წყალი- ადგილმდებარეობა თელავის ღვინის ქარხანა. ავიღეთ 50 მლ ალიქვოტი და მასში პეაშმეტრის საშუალებით განვსაზღვრეთ PH – აღმოჩნდა 7,65 ასევე განვსაზღვრეთ კარბონატობა დასაშვებ ნორმებს არ აღემატებოდა. ტერიტორიის გარეთა წყალი ავიღეთ ამავე რაოდენობის ალიქვოტი PH= 7,2 HCO3=2,8.