წყალი

ზოგადი მიმოხილვა :ბუნებრივი წყალი სხვადასხვაგვარ მასალაზე მოედინება: ქვიშაზე, თიხაზე, კირქვაზე, გრანიტზე და ა।შ।საიდანაც სხვადასხვაგვარ ნაერთებს ითვისებს წყალი-H2O დედამიწაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთია. იგი უსუნო და უფერო სითხეა. მისი სქელი ფენები ცისფერი გვეჩვენება. ბუნებრივ პირობებში წყალში ყოველთვის გახსნილია მარილები, აირები და ორგანული ნივთიერებები. გახსნილი მარილების კონცენტრაციის მიხედვით განარჩევენ მტკნარ, ოდნავ და საშუალო მარილიან წყლებს. არსებობენ აგრეთვე თერმული და მინერალური წყლები. თერმულ წყლებს მიეკუთვნება მომატებული ტემპერატურის წყაროები და მიწისქვეშა წყლები, ხოლო მინერალურს მიწისქვეშა ან ზედაპირული წყლები. სხვადასხვა ნივთიერებათა შემცველობის გამო მინერალურ წყლებს სამკურნალო თვისებები აქვთ. წყლის შემადგენლობის ყველაზე დიდ სახესხვაობას წარმოადგენენ მიწისქვეშა მინერალური წყლები, რომლებიც მიწის ზედაპირზე გამოსვლისას წარმოშობენ მინერალურ, ხშირად სამკურნალო წყაროებს. მარილების კონცენრაციის მიხედვით განასხვავებენ მინერალური წყლების შემდეგ ჯგუფებს:
სუფრის მინერალური (ნატურალური) წყალი, რომელიც სასარგებლოა ყოველდღიური გამოყენებისთვის. მასში მარილების შემცველობა არ აჭარბებს 1 გრამს 1 ლიტრ წყალზე.როგორც წესი იგი რბილია და გემოთი სასიამოვნო, ზედმეტი სუნისა და გემოს გარეშე.
სამკურნალო (სუფრის ) - ამ სახის წყლებში შეიძლება იყოს 1-დან 10 გრ-მდე მარილი 1 ლიტრ წყალთან მიმართებით. წყალი გამოიყენება მრავალფუნქციური სამკურნალო დანიშნულებით.
ქიმიური შემადგენლობით განასხვავებენ მინერალური წყლების 6 სახეობას: ჰიდროკარბონატები, ქლორის, სულფატის, შერეული, ბიოლოგიურად აქტიური და გაზირებული। ამასთან ერთად არსებობს წყლის შემადგენლობის განსხვავებული კლასიფიკაციაც:
ჰიდროკარონატები -ეს არის წყალი, რომელიც განკუთვნილია სპორტსმენებისთვის
სულფატები – დიაბეტით დაავადებულთათვის
მაგნიუმი - გამოიყენება სტრესულ სიტუაციებში

მინერალური წყლები გამოიყენება როგორც კურორტულ-სამკურნალო დანიშნულებით, ასევე როგორც სუფრის ჩვეულებრივი წყალი.