ვეძა
ფასანაურის რაიონ სოფელ ნადიბანში მიწიდან ამოდის მინერალებითა და რკინით(Fe) გაჯერებული წყალი ”ვეძა”.მთელი ქვები და ქვიშა დაჟანგულია და ყვითელი ნადებითაა დაფარული.იგი სასარგებლოა ორგანიზმისთვის განსაკუთრებით კუჭისთვის.ტურისტები ჩადიან და წყალს დიდი ოდენობით ავსებენ ბოცებში.
ფლეტა
ფლეტა
¨ფლატე - სოფელი ადიგენის მუნიციპალიტეტში, მლაშეს თემში, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე, მესხეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1420 მ. სოფელში მოიპოვება მინერალური წყლები।
· ¨ქიმიური შედგენილობა : ჰიდროკარბონატულ (HCO3 )- ნატრიუმ (Na)- კალციუმ (Ca)- მაგნიუმიანი ( Mg) ნატურალური სუფრის გაზირებული წყალი. საუკეთესოა როგროც სუფრისთვის,ასევე ქრონიკული დაავადებების პროფილაკტიკის მიზნით. ინახება სპეციალურ სათავსოში +3.. +30.
ლიკანი
ლიკანი
¨დაბურულ მთებში ჩამალულა განთქმული კურორტი ლიკანი.მთების მწვერვალებიდან დაშვებული ნისლი სულიერი სიმშვიდის განწყობას ქმნის.მდუმარებას მხოლოდ მიწიდან ამოხეთქილი მინერალებით გაჯერებული და ბროლივით კამკამა წყალი ”ლიკანი” არღვევს. „ლიკანის“ საბადოს კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი მასში ბუნებრივი ნახშიროჟანგა(CO2)გაზის სიუხვეა, რომელიც ხელს უწყობს მინერალური წყლის 1500 მეტრის სიღრმიდან ამოსვლას და ანიჭებს მას განუმეორებელ, რბილ გემოს. ლიკანი ბუნებრივი გაზირების საშუალებით საუკეთესოდ კლავს წყურვილს და აგრილებს. „ლიკანის“ მინერალური წყლის საბადოს მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მასში ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა (Mg) და კალციუმის (Ca) შემადგენლობის განსაკუთრებული კომბინაციაა. ის განსხვავებული შემადგენლობით ხასიათდება.
საირმე
საირმე საქართველოს კურორტია იგი საკმაოდ ლამაზია მას ყოველწლიურად ბევრი დამსვენებელი ჰყავს. საირმე“, ნახშირორჟანგიანი (CO2)ჰიდროკარბონატული -ნატრიუმიან(Na)-კალციუმიანი (Ca) სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტისტერიტორიაზე, წაბლარისწყალის (მდინარე ხანისწყლის მარცხენა შენაკადი) ხეობაში.
საბადოს ტეროტორიაზე განვითარებულია შუაეოცენური მასიური ტუფები და ტუფქვიშაქვები, რომლებითაც აგებულია განედური მიმართების საირმის ანტიკლინი. წყლის მინერალიზაცია იცვლება 1,6 გ/ლ-იდან (ჭაბურღილი ნამარნისხევში, ცენტრალური წყაროებიდან 400 მ მოშორებით) 9,5 გ7ლ-მდე ცვალებადია წყაროების დებიტიც. საბადოს წლიური დებიტი დაახლოებით 700 ლ შეადგენს. „საირმეს“ სამკურნალოდ იყენებენ როგორც ადგილზე, ისე ბოთლებში ჩამოსხმულს. საბადოს ბაზაზე მუშაობს კურორტი საირმე და მინერალური წყლის ჩამოსასხმელი ქარხანა.
სამედიცინო ჩვენება: საშარდე გზებისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების ქრონიკული დაავადებანი.
ძუძუს წყარო
სვეტისცხოვლის კრების ეკლესიის პირდაპირ, არაგვის მდინარის გაღმა, წმინდა ჯვარის ეკლესიის სამხრეთით, ძირს,
შორიდან მოჩანს კლდესა ზედა მცირე ხეობა ფრიად ფურცლოვანი. შუა კლდეში გამოქვაბულ არს მცირე ეკლესია,
რომელიც ნახევარი ყოფილ არს ნაშენი აწ დარღვეული წმინდა მოციქული ნინოსი. იმ ეკლესიის ძირში კლდიდან გამოდის მცირე წყარო,
ფრიად მშვენიერის გემოსი, რომელსა უწოდებენ ძუძუს წყაროს. წყარო ესე არს გამოთხოვილი წმინდა ნინოს ცრემლით ოდენ დაემალა
ნეტარი ამ ქვეყნის ამაო დიდებასა. რომელთა დედათა მშობიერობის შემდეგ დაეშრიტების ხოლმე რძე, მივლენან ამ წყაროსთან,
უთევენ მოწიწებით ღამესა იმ ეკლესიის გვერდზე და შემდეგ მხურვალისა ლოცვისა წმინდა ნინოს მიერ მიეცემის ხოლმე რძე ყრმათათვის …
ზვარე

ზვარე — მინერალური სამკურნალო სასმელი წყალი. წყლის საბადო მდებარეობს სოფლების ზვარისა და ჩრდილის საზღვარზე.
გადმოცემით, არსებული საბადოს ტერიტორიაზე ჩნდებოდა წყლის გუბეები, რომელსაც პირუტყვი ხარბად ეტანებოდა. მოსახლეობა დაინტერესდა წყლის თვისებებით და გამოკვლევებმა ზვარის წყლის უნიკალურობა დაადასტურა.
1933 წელს დაიწყო საძიებო სამუშაოები. 1934 წელს აღიმართა პირველი მექანიზებული ჭაბურღილი. 1936 წლიდან დაიწყო მინერალური წყლის „ზვარის“ ჩამოსხმა. ამჟამად მისი ჩამოსხმა აღარ მიმდინარეობს.
ზვარის მინარალური წყალი ქიმიური შემადგენლობით მიეკუთნება ნახშირმჟავა ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ, კალციუმ-ნატრიუმიან წყლებს. სამედიცინო ჩვენება: მას იყენებენ საჭმელის მომნელებელი ორგანოთა დაავადების სამკურნალოდ.
ლუგელა
ლუგელა
მინერალური წყლები (მიწისქვეშა, ზოგჯერ ზედაპირული), დიდი რაოდენობით შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ მინერალურ (იშვიათად ორგანულ) კომპონენტებს და აქვს განსაკუთრებული ფიზიკურ-ქიმიური თვისებები (ტემპერატურა, რადიოაქტიურობა და სხვა), ორგანიზმზე სამკურნალო გავლენას ახდენს, რის გამოც მათ სამკურნალო საშუალებად იყენებენ.
საკურორტო მეურნეობასა და ტურიზმის განვითარებისათვის რაიონში არსებობს სათანადო ბაზა.
ესაა მთისა და ზღვის შეზავებული, ჟანგბადით (O2 )მდიდარი ჰაერი, სამკურნალო მინერალური წყლები, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია „ლუგელა“. ლუგელა მდებარეობს სოფელ მუხურის ჩრდილო–დასავლეთით, რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 16 კმ-ით. ლუგელას ჩრდილო–აღმოსავლეთით მდებარეობს „ტობა-ვარჩხილი“ და მწვერვალი „ცაშკიბული“.
ხეობა იწყება სოფელ მუხურის ტერიტორიაზე, სადაც შურუბუმუს კანიონი მდებარეობს. ხეობა თითქმის 80 კმ-ის მანძილზეა წარმოდგენილი.
ლუგელას ხეობიდან გამომოვალ მინერალურ წყალს ხალხი ძველთაგანვე მენჯს უწდებდა. სახელი ლუგელა მას 1947 წლიდან ეწოდა და სავსებით სამართლიანადაც, რადგან „მენჯი“ საზოგადო სახელია, მას სამეგრელოში უწოდებენ მლაშე, რაიმე ნივთიერებით გახსნილ წყალს, შუმერული მითისა არ იყოს, დედალ წყალს. ამ სამკურნალო წყალს კი თვით განსაკუთრებული თვისებების გამო თავისი სახელი უნდა შერქმოდა და შეერქვა კიდეც თავისი მშობლიური ადგილის სახელი. შეიქმნა მისი წარმოება და ამ სახელით იცნობს ქვეყანა. ამ წყალზე შეიქმნა საკვირველი ლეგენდები, რომ იგი თითქოს მკვდარს აცოცხლებდა, ბეღურას არწივად აქცევდა, რითაც იგი სპეკულაციის საგანიც კი გახდა. მისგან მზადდება და აფთიაქებში იყიდება კბილის პასტა, გამოიყენება Ca2+ იონის დეფიციტისას, მისი ხსნარით ამუშავებენ ჭრილობას. ლუგელა შეიცავს 54, 9 გრ/ლ ქლორ-კალციუმს, გამოიყენება და ინიშნება ასევე, როგორც 10%-იანი ქლორიანი კალციუმი. იხმარება სასმელად. მედიცინაში გამოიყენება ტუპერკულოზის, სხვადასხვა წარმოშობის პლევრიტის, ჰემორაგიული დიათეზის სამკურნალოდ.
ნაბეღლავი

ნაბეღლავი - ნახშირორჟანგიანი (CO2) ჰიდროკარბონატული (HCO3) ნატრიუმიანი (Na) სამკურნალო და სუფრის მინერალური წყალი, „ბორჯომის“ უახლოესი ანალოგი. საბადო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ორივე ნაპირზე.
წყარო გამოდის შუაეოცენური ვულკანოგენური წყლებიდან. მოქმედებს ერთი ჭაბურღილი, რომლის დებიტია 600-700 ათ. ლ/დღ-ღ-ში ასხამენ ბოთლებში, წელიწადში (1980) წ მლნ-მდე ბოთლს (0,5 ლ). იყენებენ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის სადინარების დაავადებათა, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.
ლაშიჭალა
ლაშიჭალა- ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ცაგერის რაიონში, მდინარე ლაჯანურის ხეობაში, ზღვის დონიდან 800 მ. ჰავა რბილია, თითქმის უთოვლო ზამთარი და თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული იცის. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარ ბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი მინერალური წყალი. წყლის მინერალიზაცია - 0,8-1,2 გ/ლ, ტემპერატურა 13-15°C, საერთო დებიტი - დაახლოებით 12000 ლ დღე-ღამეში. იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება - საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონიკული დაავადებანი. ლაშიჭალაში არის სააბაზანო შენობა, საექიმო პუნქტი. სეზონი - ზაფხულის თვეები.
მუშა
მუაში, ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ლენტეხის რაიონში, ცხენისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1300 მ. მუაშში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული, მზის მაღალი რადიაცია. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული კალციუმ-ნატრიუმიანი მინერალური
წყალი (მინერალიზაცია — 2,1 გ/ლ; ტემპერატურა 9°C; დებიტი 13 ლ/დღ-ღ), რომელსაც იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის.სამედიცინო
ჩვენება: საჭმლის მომნელებელი ორგანოების, სახსრებისა და პერიფერიული ნერვული
სისტემის დაავადებანი. მუაშში არის საკურორტო პოლიკლინიკა, სააბაზანო; სეზონი —ივნისიდან სექტემბრამდე.